ქართულში გვაქვს სიტყვები, რომელთა რამდენიმე ვარიაცია არსებობს. ისინი ისეა დამკვიდრებული ჩვენს მართლწერასა თუ სამეტყველო ენაში, რომ ხშირად გვიჭირს სწორი და არასწორი ფორმების ერთმანეთისგან გარჩევა. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ათი სიტყვის მართებულ, პარალელურ და არამართებულ ფორმებს, რომელიც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით მოვამზადეთ.
- დაგროვილი თუ დაგროვებული? ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ორივე ფორმა მართებულია და პარალელურად გამოიყენება. დაგროვილი || დაგროვებული.
- ადექვატური თუ ადეკვატური? სწორია ადეკვატური.
- ნააზრევი თუ ნააზრი? ესენიც პარალელურ ფორმებად მიიჩნევა და ორივე სწორია. ნააზრევი ||ნააზრი
- ბრალდებულება თუ ბრალდება? მართალია, ბრალდება უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა ორთოგრაფიული ლექსიკონი ორივე ვარიანტს სწორ ფორმად მიიჩნევს. ბრალდებულება II ბრალდება.
- კინაღამ თუ წინაღამ? ერთმნიშვნელოვნად კინაღამ (რაღაც ლამის, თითქმის მოხდა).
- რეკომენდებული თუ რეკომენდირებული? სწორია რეკომენდებული. მაგალითად, პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ეტიკეტზე მითითებულ ვადამდე.
- ემგვანება თუ ემსგავსება? ორივე სწორია.
- ესირცხვილება და ესირცხვება პარალელური ფორმებია და შესაბამისად, ორივეს გამოყენება მართებულია.
- ომისწინა თუ ომამდელი? ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, სწორია ომამდელი.
- ვიბრირება თუ ვიბრაცია? ორივე ფორმა სწორია.
თქვენ რომელ სიტყვებს დაამატებდით?